“მაუწყებლებს სრული უფლება აქვთ, სიგნალის გავრცელებისთვის ტრანზიტულ კომპანიებს  რაიმე საფასური მოსთხოვონ” – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე [Video]

2017 წლის 17 მაისი | 19:25

“მაუწყებლებს სრული უფლება აქვთ, სიგნალის გავრცელებისთვის ტრანზიტულ კომპანიებს მიმართონ” – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესები მაყურებლის ინტერესების დაცვით წარიმართოს.  ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ მათ ინტენსიური კონტაქტი აქვთ, როგორც საკაბელო ქსელების წარმომადგენლებთან, ასევე მაუწყებლებთან, საბოლოო კომანტარს კი მათთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია სილქნეტმა აბონენტებს 15 მაისს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერია, რომ  ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“ და ,,იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შესაძლოა პაკეტების ღირებულება გაზარდოს.

სინქრონი:

ვახტანგ აბაშიძე-კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თვმჯდომარე.