მარკირება თუ მანდარინის კვალი-ამომრჩეველი ირწმუნება რომ მარკირება არ გაუვლია და ხელზე სითხე ციტრუსის ჭამის შემდეგ დარჩა {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 17:26

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მარკირებული ამომრჩეველის მასიური მისვლა დაფიქსირდა. მოქალაქეთა განმარტებით, მარკირება ხელზე 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ. ცეესკოს განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან სითხე ხელზე ასეთი ხანგრძლივობით არ რჩება.   ამ ფაქტზე  „ნაციონალური მოძრაობის“ წერვმა საჩივარი დაწერა.

მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული ოლქების თითო უბანზე.  ამ უბნებზე მას შემდეგ, რაც ამომრჩეველს მარკირება დაუდგინა, კანონის თანახმად ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ.

მარკირებული ამომრჩევლის მისვლის ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის 63-ე უბანზეც. ასეთი ამომრჩევლის განმარტებით, მათ მარკირება არ გაუვლიათ ხოლო ხელზე კვალი მანდარინის ჭამის შემდეგ დარჩათ. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ცესკოში, ანა მიქელაძის განმარტებით აღნიშნულზე კომენტარს შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

სინქრონი:

ანა მიქელაძე – ცესკოს სპიკერი.