მარატ კულახმეტოვი ცხინვალში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ელჩად დაინიშნა [Video]

2017 წლის 25 მაისი | 13:49

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. აგვისტოს ომის მოვლენებში ჩართული პირის ეგრეთ წოდებულ დიპლომატად დანიშვნაში საქართველოს მთავრობის წევრები, მართალია, ცინიზმს ხედავენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ კულახმეტოვის დანიშვნას სამართლებრივი განზომილება არ აქვს და საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რეგიონში რუსეთის ოკუპაციის დასრულებაა.

წყარო: რადიო თავისუფლება.