ლევან იზორია – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღდგება {VIDEO}

2016 წლის 7 ნოემბერი | 15:36

ლევან იზორიას განცხადებით,  სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაა აღდგება. ამის შესახებ მინისტრმა დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს 100-დღიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო.

იზორიას განმარტებით, გაწვევა განახლებული ფორმით აღდგება – წლევამდელები სრულფასოვან  საწყის მომზადებას გაივლიან, ანაზღაურება 50 ლარამდე გაეზრდებათ და ექნებათ უქმე დღებით სარგებლობის საშუალება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ   გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.

სინქრონი:

ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი;
ირაკლი სესიაშვილი – თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
მამუკა არეშიძე – სამხედრო ექსპერტი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.