კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა-“ევროპის ფონდმა” სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მუშაობის შეფასება წარადგინა

2017 წლის 16 ივნისი | 15:37

2016 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წინა წლებთან შედარებით იყო აქტიური, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები,- „ევროპის ფონდმა“ „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასების“ ანგარიში წარადგინა.

დუკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სააგენტოს საქმიანობაში პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, თუმცაკვლავ რჩება პრობლემატური საკითხები. დასკვნის თანახმად, სააგენტოს ყოველწლიურად ინსპექტირებისა და კონტროლის ახალი პასუხისმგებლობა ემატება და ამ პროცესში კვლავ მოუგვარებელი რჩება კვალიფიციური კადრების სიმცირე და უკვე არსებული თანამშრომლების სამსახურიდან გადინება. კვლავ მცირეა კონტროლი იმ ბიზნესოპერატორებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 200 ათასს ლარზე ნაკლებია. ანგარიშის ავტორების თქმით, ეს რისკებს უქმნის მომხმარებელთა უსაფრთხოებას, რადგან საქართველოში საკვები პროდუქტების დიდ რაოდენობას სწორედ ასეთი მცირემეწარმეები ქმნიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს გაუმჯობესდა HACCP-ის სისტემის დანერგვა, სააგენტოს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ბიზნესოპერატორების რაოდენობის შესახებ, რომლებამაც ეს სიტემა უკვე დანერგეს. გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წყალმომარაგების სისტემიდან აღებულ 462 სინჯიდან 47% მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, დაბინძურება ძირითადად რეგიონებში აღნიშნებოდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია, სააგენტოს მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ნაკლებობაზეც.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობე, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. აღიარებენ, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლელობა მართლაც შეინიშნება. რაც შეეხება 200 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ბიზნესოპერატორების კონტორლის გაზრდას, განმარტავენ რომ ეს პროცესი 2020 წლამდეა გადაწეული. დაბინძურებულ სასმელ წყალთან დაკავშირებით კი პასუხი ასეთია- დაბინძურების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი არ იყო, თუმცა პრობლემის გამოსწორებაზე უკვე მუშაობენ.

ანგარიშის ავტორები და ექსპერტები, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არსებული პრობლემების გამოსასწორებლად რეკომენდაციებს სთავაზობენ.

სინქრონები:

  1. ქეთევან ვაშაკიძე – “ევროპის ფონდის” პრეზიდენტი;
  2. კრისტინა კასელა – საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის პროგრამის მენეჯერი;
  3. ვახტანგ კობალაძე – მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი;
  4. გიორგი მიქაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.