კრემლის გავლენის ინდექსი საქართველოში 54 ქულით შეფასდა-MDF-ის კვლევა [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 12:26

კვლევების თანახმად, კრემლის საინფორმაციო გავლენისა და მასზე რეაგირების მხრივ ყველაზე მოწყვლადი უნგრეთია, რომელიც 61 ქულით შეფასდა, მას მოსდევს საქართველო (54), უკრაინა (49) და ჩეხეთის რესპუბლიკა (48).

საპილოტე კვლევა, რომელიც საქართველოში, უკრაინაში, უნგრეთსა და  ჩეხეთში პირველად ჩატარდა, გავლენისა და რეაგირების ბლოკს მოიცავს:

გავლენის ბლოკი ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში, კრემლის მიერ მართული ნარატივების შეღწევადობას და იმ საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობას აღწერს, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანაში კრემლის მიზნების მისაღწევად გამოიყენება.

რეაგირების ბლოკი რუსეთის ნეგატიური ინფორმაციული გავლენის ესკალაციაზე საზოგადოების შიდა წინააღმდეგობას, ნეგატიურ შედეგებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების უნარს, კრემლის ინფორმაციულ ოპერაციებთან ბრძოლის პრაქტიკების არსებობას აღწერს.

საქართველოში ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მონაწილის განმარტებით, „გარდა სამთავრობო ფრაგმენტული რეაგირებისა, საჭიროა, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შექმნა და ყველა სახელმწიფო უწყებასთან აქტიური თანამშრომლობა.

კვლევა ოთხივე ქვეყანაში ექსპერტულ ფოკუს ჯგუფში შემუშავებული კითხვარის საფუძველზე ჩატარდა, მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 18 წევრი ხელმძღვანელობდა. კვლევა მოიცავს 2015 – 2017 წლების ანალიზის.

კრემლის გავლენის ინდექსის კვლევა, მარშალის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სინქრონები:

  1. თამარ კინწურაშვილი-მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე;
  2. ბათუ ქუთელია – საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ბობ ჭურღულია.