კონფლიქტების გაშუქება და მედიის როლი [Video]

2017 წლის 16 მაისი | 15:02

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ კონფლიქტები ისე რომ მშვიდობა არ იქცეს ომად?- საკითხზე დღეს სპეციალისტებმა იმსჯელეს. ექსპერტების შეფასებით, ჟურნალისტებს კონფლიქტებზე მუშაობისას დიდი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და ტერმინების სწორი გამოყენება მართებთ.

დისკუსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა გახსნა. მედიის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მოწვეულმა ექსპერტებმა და პრაქტიკოსმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს. აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური ეკონომიკის საკითხების გაშუქების სწავლებაზე იმსჯელეს. დისკუსიის ბოლოს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისის სახელმძღვანელოს პირველი საჯარო განხილვა შედგა.

ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტურ და კრიტიკულ რეგიონებში მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისთვის მუშაობს.

სინქრონები:

  1. კესტუტის იანკაუსკას – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩი საქართველოში;
  2. ბექა ბაჯელიძე – IWPR რეგიონული დირექტორი;
  3. ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ალქსანდრე ხატიაშვილი, სოფო ივანძე.