კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო [Video]

2017 წლის 7 ივნისი | 14:32

კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო. ტყის ფონდში არსებული დაზიანებული ბზის კორომების შეწამლვა ბიოლოგიური პრეპარატით იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 400 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდება.

შეწამვლის ღონისძიებები, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობაა, ზაფხულის განმავლობაში რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება.

პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და გარდა ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებისა, მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის დატესტვასაც ითვალისწინებს.

კოლხური ბზის სახეობის შენარჩუნებისთვის საკონსერვაციო, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და სხვა სახის ღონისძიებებს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.

სინქრონი:

გიორგი ბერეჩეკიძე – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის. ენტომოლოგი