კინოწარმოება აშშ-სა და საქართველოში [Video]

2017 წლის 27 აპრილი | 12:33

ამერიკის საელჩოს პროგრამის  “TV Co-Op” ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას. გვინდა ჰოლივუდის გადამღები ჯგუფები საქართველოთი დავაინტერესოთ, ხოლო საუნდრეკები ფილმებისთვის აქაც იქმნებოდეს. ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშემ დემიენ უიმპლერმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებაზე განაცხადა.

სწორედ კინოინდუსტრიას ეხებოდა მაია ლომიძისა და გიორგი ჩიკვილაძის ავტორობით,  “TV Co-Op” -ის ხმარდაჭერით მომზადებული სიუჟეტებიც, რომლის ჩვენება-განხილვა კლუბ ,,ფრონტლაინ ჯორჯიაში“ გაიმართა. პროგრამის მონაწილეთა განცხადებით, პროექტის საშუალებით ქართველი მაყურებელი ამერიკულ კინოწარმოებასა და მასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ასპექტებს გაეცნო.

სინქრონები:

  • დემიენ უიმპლერი – აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების კულტურის ატაშე;
  • მაია ლომიძე – ჟურნალისტი.

 

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, დავით ჯიბუტი.