ხორცის კონტროლი საქართველოში და ევროპული გამოცდილება {VIDEO}

2016 წლის 29 ნოემბერი | 15:49

2017 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური რეგლამეტი “საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ” ამოქმედდება. დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება, ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. მკაცრად გაწერილი ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში მოქმედებს. მსგავსი მექანიზმის აუცილებლობას აღიარებენ საქართველოშიც, სადაც ექსპერტთა შეფასებით, კანონმდებლობაც კვლავ სუსტია და მისი აღსრულებაც.

სინქრონები:

  • გიორგი ჩილაშვილი – ფერმერი
  • მიხეილ სოხაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
  • სინისა ლიუბიჩიჩი – “მარშეს” წარმოების დირექტორი,
  • მიხეილ ჭიჭაყუა – ბიოლოგიის დოქტორი, ექიმი ვეტერინარი

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, სანდრო ხატიაშვილი.