ხმის მიცემის პროცესი ქობულეთში {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 15:40

ქობულეთის 81-ე ოლქის 14  საათის მონაცემებით, 10 000-მა ამომრჩეველმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.  მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მაღალი აქტივობა ფიქსირდება ცეცხლაურში და გვარაში მე-12 და 23-ე საარჩევნო უბნებზე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ქობულეთში ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. გელა ხახმელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევა უბნებზე არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ოლქში არც საჩივარი შესულა. თავმჯდომარის თქმით, პროცედურული დარღვევა მხოლოდ მე-10 უბანზე იყო, რომელიც მალე აღმოიფხვრა.

წყარო: TV25.ge.