კეთილი მონსტრების ანბანი [Video]

2017 წლის 25 აპრილი | 15:14

ერთმანეთისგან განსხვავებული მონსტრები კეთილი გმირები არიან. ქართული ანბანის გაფერადება ავტორს ბავშვობაში დაბრუნების სურვილმა შთააგონა. მონსტრებს სქესი არ აქვთ, თუმცა აქვთ სახელები. თითოეულის სახელი იმ ასო-ბგერას წარმოადგენს, რომელსაც თავად განასახიერებს.

ანბანის გახალისების მიზანი ქართული ენის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა, კეთილი გმირების ქუჩაში მიმოფანტვა კი მიზნის მიღწევის ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებასაც მომავალში აპირებს.