Digital.tv – ახალი საკაბელო ოპერატორი ციფრულ მაუწყებლობის მდგრადობისთვის [Video]

2017 წლის 25 მაისი | 12:26

ციფრულ მაუწყებლობაზე  გადასვლის პროცესის შეუქცევადობისა და მდგრადობისთვის, ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი გამოჩნდა, რომელიც როგორც თბისლისის, ისე რეგიონის მაყურებელს 50-მდე ქართული და უცხოური არხის ყურების საშულებას მისცემს.

იმ შემთხვევაში თუ მაყურებელი „დიჯიტალ.ტვ“ -ით ისარგებლებს და გარკვეული დროის შემდეგ აღარ ენდომება აღნიშნული სერვისი ან ვეღარ შეძლებს მომსახურების ღირებულების გადახდას, მათ უფასო ქართული არხების ყურება არ შეეზღუდებათ.

ახალი საკაბელო ოპერატორი მაუწყებლობის ჩასართავად „სტერეო პლუსის“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას იყენებეს. აბონენტებს  კი ქართული და უცხოური არხების მისაღებად დეციმეტრული ანტენა და „დიჯიტალ.ტვ“-ის მიმღები მოწყობილობა დასჭირდებათ, რომლის შეძენას საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.

სინქრონები:

დავით ზილფიმიანი – კომპანია „დიჯიტალ.ტვ“ დამფუძნებელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.