კავკასიური ეპოსის ახალი გამოცემა ქართულად და ოსურად {VIDEO}

2017 წლის 4 აპრილი | 15:47

უძველესი კავკასიური მითებისა და ლეგენდების მესამე კრებულის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცემა სახელწოდებით “ნართების თქმულებები ბავშვებისათვის” მცირეწლოვან მკითხველზეა გათვლილი. წიგნი გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ილუსტრაციებით. გაეროს, ევროკავშირისა ხელშეწყობით  არასამთავრობო ორგანიზაციამ “კავკასიური მოზაიკა” ასევე გამოსცა  ქართულ-ოსური, ოსურ-ქართულ ლექსიკონები.

ნართების თქმულებების გავრცელება თბილისისა და ცხინვალის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში იგეგმება.

სინქრონები:

  • პროფესორი ნაირა ბეპიევი – არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკა”-ს თავჯდომარე;
  • როზეტა გუჯეჯიანი- თსუ-ს პროფესორი, ეთნოგრაფი;
  • შომბი შამპი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.