კავკასიაში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად | GarbOnline.TV

კავკასიაში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

2012 წლის 30 მარტი | 19:36

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EMBD, IFC, FMO, BSTDB) კავკასიის განვითარების ფონდი შექმნეს. ორგანიზაციის მიზანი, საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანში, მცირე ბიზნესის მხარდაჭერაა. ფონდი, დასახელებულ ქვეყნებში, 42 მილიონი დოლარის მოზიდვას გეგმავს.

ფონდი ინვესტიციებს სადისტრიბუციო ქსელში,  მომსახურების, აგრობიზნესის, საცალო და ენერგოსექტორში განახორციელებს.

IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ტომაშ ტელმას თქმით, სამხერეთ კავკასიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პრობლემა კაპიტალის ნაკლებობაა.  ტელმა დარწმუნებულია, რომ კავკასიის განვითარების ფონდი ბიზნესმენებს მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. მისი შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ქართული ბანკები გაძლიერდნენ.

EMBD-ის წარმომადგენელის პოლ ჰენრი ფორესტერის განცხადებით, პროექტი ბიზნესის განვითარებას, საჭირო რესურსების მობილიზებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ახალ ფონდის მართვას ,,SEAF”- მცირე საწარმოების მხარდაჭრის ფონდი განახორციელებს.

 

სინქრონები:

ტომაშ ტელმა- IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი;
პოლ ჰენრი ფორესტერი- EMBD-ის წარმომადგენელი;
ჯონ ბასი-აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი; გივი კაშია.