კახი კალაძე – ჩვენს გუნდშიც არიან ისეთები, ვინც გიორგი ერმაკოვის დისკრედიტაციას ცდილობს {video}

2014 წლის 11 ივლისი | 11:20

ჩვენს გუნდშიც არიან ისეთები, ვინც გიორგი ერმაკოვის დისკრედიტაციას ცდილობს, რაც არასასიამოვნო ფაქტია – აღნიშნა დღეს რეგიონში მყოფმა კოალიცია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ. აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი სწორედ ერმაკოვს უჭერს მხარს და მან ამასთან დაკავშირებით მურმან დუმბაძის განსხვავებული პოზიცია გაიხსენა.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნის და აჭარის მთავრობის განცხადებებზე კომენტარი დღეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გააკეთა. „არასოდეს მიცდია ვინმეს დისკრედიტაცია, ამიტომ კახი კალაძის განცხადების ადრესატი მე არ ვიქნები“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერი. არჩილ ხაბაძეზე კი ამბობს, რომ აქვს უფლება არ დაეთანხმოს. იგი ისევ ძველ პოზიციაზეა.

გიორგი ერმაკოვის მხარდამჭერთა დარბაზში დღეს გამართულ შეხვედრაზე კახი კალაძემ განაცხადა, რომ ბათუმელები 12 ივლისს მხარს გიორგი ერმაკოვს დაუჭერენ. „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი კი აცხადებს, რომ მას მეორე ტურში სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან დაპირისპირება ერჩივნა.

კახა კალაძე ბათუმში მესამე დღეა იმყოფება. დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ იგი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

ავტორები:

სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, თორნიკე პატარაია.

წყარო: TV25.ge.