კახა კუკავა – ლგბტ პირებს რელიგიურ დაწესებულებების სიახლოვეს შეკრება უნდა აეკრძალოთ {video}

2013 წლის 25 ივნისი | 16:35

,,თავისუფალი საქართველო” ,,შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. კახა კუკავას განცხადებით,  ლგბტ პირებს რელიგიური დანიშნულებების მქონე ნაგებობების სიახლოვეს აქციის ჩატარების ან მსგავსი სახის აქტივობა უნდა აეკრძალოთ.

,,იდენტობაში” კი განმარტავენ, რომ მსგავსი ფორმით კახა კუკავა საზოგადოების თვალში ქულების დაწერას ცდილობს. ორგანიზაციის იურისტის განცხადებით,  ,,თავისუფალი საქართველოს” ინიციატივა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ნინო ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი  წინადადებას პარლამენტი მხარს დაუჭერს, გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი იქნება.

სინქრონი:

კახა კუკავა – ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერი;
ნინო ბოლქვაძე – ,,იდენტობის” იურისტი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.