კახა კოჟორიძე – ჟურნალისტს წყაროს დასახელებას ვერ მოსთხოვენ {video}

2014 წლის 12 მაისი | 12:52

“თუ  პროკურატურა ჟურნალისტისგან წყაროს დასახელებას მოითხოვს, იგი  სამართლებრივად სწორი არ იქნება”,-განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ წყაროს არდასახელების უფლებას ჟურნალისტს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები ანიჭებს.

“საიას” თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული სტანდარტი არა კონკრეტულ ჟურნალისტზე, არამედ მთლიანად მედიასაშუალებაზე, მათ შორის, გენერალურ დირექტორზეც ვრცელდება.

10 მაისს, “რუსთავი 2″-ის ეთერში, გადაცემაში ,,განსხვავებული აქცენტები”  მაყურებელმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები იხილა.

სინქრონი:

კახა კოჟორიძე – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.