კახა კალაძე – ევროპა ჩვენი სახლია – ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ბუნებრივი სივრცე [Video]

2017 წლის 24 მაისი | 13:50

საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა და  ენერგეტიკის მინისტრმა ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის გამართულ სემინარზე ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” განავხადა.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები.

კახი კალაძემ აქცენტი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს ფაქტი  თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს.

ვიცე-პრემიერის თქმით,  ხელისუფლების თითოეულმა შტომ და საზოგადოებამ,  თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მიმართოს იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ევროპა გვთავაზობს.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 2017 წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, ასევე, აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა.

სინქრონი:

კახი კალაძე – ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი.