JRC ტელეკომპანია “იბერიას” შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს {VIDEO}

2016 წლის 23 დეკემბერი | 19:36

“ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” ტელეკომპანია “იბერიას” ღორის რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის რეგულაციის ამოქმედების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟში დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

JRC-მ აღნიშნული მოთხოვნით, ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭოსთან ერთად „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“ მიმართა.  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსაგსვი სახის სატაელევიზიო მასალა ხელს უშლის ევროკავშირის რეგულაციების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 22 დეკმებერს, ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ რეპორტაჟზე, რომელშიც ავტორი მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე, მოიხსენიებს, როგორც „ღორების პასპორტიზაციას“, JRC თვლის, რომ არხი  საკითხს ირონიულად და ცალმხრივად განიხილავს; რეპორტაჟი ავრცელებს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ,,არაპასპორტიზირებულ” ღორებს ინდივიდუალურ ფერმერებს ჩამოართემვენ. ამასთან, რეპორტაჟიდან არ ჩანს,  აღნიშნულ წესის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყების სურსათის ეროვნული სააგენტოს, პოზიცია.

სწორედ ამიტომ, JRC ტელეკომპანიისგან შეცდომის გამოსწორებას  ეთერის საშუალებით მოითხოვს.

ტელეკომპანია „იბერიაში“ პოზიცია წერილობით დააფიქსირეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „მთავრი იყო, ის, რომ მთავრობამ დადგენილება ისე მიიღო, არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები არ ყოფილა – არ ყოფილა კლიპები, რითაც ამ გადაწყვეტილებას ახსნიდნენ…მთავრი იყო ის, რომ არცერთმა დეპუტატმა არ იცოდა , რას გულისმობს ეს გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის ფარგლებში მომზადდა. კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 თავის ფარგლებში აღებული ვალდებულების თანახმად, მომზადდა ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და ცხოველთა სადგომის წესი. რეგულაციის მთავარ მიზანს ადამიანთა ჯანმრთელობის  ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია, ეპიზოოტოლოგია და სხვა ძირეულად საყურადღებო საკითხები წარმოადგენს.სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ წესი, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე უკვე გავრცელებული ნორმის იდენტურია. სიახლე ძალაში 2018 წლიდან შევა.

სინქრონი:

ნუგზარ სუარიძე – “ჟურნალისტური რესურს ცენტრის” წარმომადგენელი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.