მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება [Video]

2017 წლის 25 მაისი | 17:02

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის მთიანი რეგიონები მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შეეწყოს მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება დახმარებათა პაკეტი – ტექნიკისა და სათიბ-საძოვრი მიწების გადაცემა .

პროგრამა 2წლიანია და სახელმწიფოსგან 6 მილიონი ლარით დაფინანსდება. პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, მის აღჭურვას. აღნიშნული პროგრამა სხვა მთიან რეგიონებშიც გაგრძლდება.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი.