ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა {VIDEO}

2016 წლის 11 ოქტომბერი | 15:47

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროცესში მონაწილე პირებზე შესაძლო ზეწოლისათვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა. მხეიძის  წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 163 მუხლითაა აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება. გია მხეიძე  არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ინციდენტში მონაწილე სხვა პირებთან  შედარებით არის ცნობადი სახე, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე,“- განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ. სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი დარბევის ფაქტების გამო 8 ოქტომბრის  არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.

სინქრონი:

ჯიტა გულუა – ადვოკატი.

წყარო: “ოდიში”.