ჯეჯელავა –  პატრიარქი და მღვდელმთავრები გამოძიებას ნდობას უცხადებენ {VIDEO}

2017 წლის 22 თებერვალი | 18:49

გიორგი მამალაძის საქმის გამოძიებას ეკლესიის მღვდელმთავრები და პირადად პატრიარქი ნდობას უცხადებენ, – ალექსანდრე ჯეჯელავამ 21 თებერვალს  საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე აღნიშნული საქმის მიმდინარეობა განიხილეს.

„ეს საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, სასულიერო თუ არასასულიერო პირი, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრი 21 თებერვალს  საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სამღვდელოების წარმომადგენლები.

სინქრონი:

ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების მინისტრი.

 

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.