ჯეჯელავა – ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლემ რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლოს კარიერული განვითარება {VIDEO}

2017 წლის 3 აპრილი | 15:08

ვაპირებთ რომ სასკოლო პროგრამა უფრო საინტერესო გახდეს,  საბოლოო მიზანი კი,არის ის  რომ მოსწავლემ რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლოს შემდგომი კარიერული განვითარება, – ამის შესახებ  ალექსანდრე ჯეჯელავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მათ  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესრულების დეტალები და სამომავლო გეგმები გააცნო.

განათლების მინისტრის განმარტებით, სკოლამდელ აღზრდასთან მიმართებით მნიშვნელოვანია რომ კანონის შესაბამისად აღმზრდელს პედაგოგის სტატუსი უბრუნდება. სასკოლო განათლების ფარგლებში კი ყურადღება გამახვილდება  თავისუფალ გაკვეთილებზე, ტექნოლოგიების გამოყენების ინიციატივაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ყოველივე ამის მიზანი კი არის ის, რომ მოსწავლეებმა რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლონ შემდგომი კარიერული განვითარება.

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით კი ჯეჯელავამ განაცხადა, რომ აქცენტი საერთაშორისო განათლების მიღებაზე გაკეთდება.

სინქრონი:

ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.