ივლისიდან ინტერნეტით თუშებიც ისარგებლებენ [Video]

2017 წლის 12 აპრილი | 12:59

დღეისათვის ინტერნეტის ქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ია დაფარული.

თუშეთში ქსელი მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამის ხელშეკრულებას “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციასა“ და ინტერნეტ საზოგადეობას (ISOC) შორის ხელი გასული წლის 7 სექტემბერს მოეწერა. პროექტი ინტერნეტსაზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სინქრონები:

  • ბესო ზურიაშვილი  – სოფელ შენაქოში მცხოვრები;
  • უჩა სეთური – “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელი;
  • გიორგი აბულიძე  – კოოპერატივის “ალაზნისთავი” წევრი;
  • ლევანი სულაკაური – ტურისტული ფირმა “თუშეთის” გენერალური დირექტორი.

ავტორები:

გიგა აბულაძე, ბობ ჭურღულია.