IRI კვლევის მიხედვით მოსახლეობა ყველაზე დადებითად ეკლესიის საქმიანობას აფასებს

2017 წლის 5 აპრილი | 14:10

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 88 %-ს მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ არის კეთილგანწყობილი, მას  მხოლოდ 2 %-ით ჩამორჩება ჯარი, ის 86 %-ით მეორე ადგილზეა,  ხოლო  მესამე ადგილს 74 %-ით ქართული მედია იკავებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი კეთილგანწყობა გამოკითხულთა 55 %-ში დააფიქსირა,  პრემიერ-მინისტრი მაჩვენებელს 10 %-ით ჩამორჩება, პარლამენტისადმი კეთილგანწყობა 39 %, ადგილობრივი მმართველებისადმი- 37 %, ეროვნული ბანკისადმი – 21 %.

შეფასებებისგან თავი შეიკავა გამოკითხული მოსახლეობის 3 %-დან 28 %-მდე.

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა 22 თებერვლიდან- 8 მარტის ჩათვლით. კველავ ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიის გარდა. გამოკითხულია სულ 1, 501 ხმის მცემის უფლების მქონე მოქალაქე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს სახით.
  • საველე სამშაოები IRI-ს დაკვეთით განახორციელა Institute of Polling
  • & Marketing. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2.5 %
  • გამოხმაურების მაჩვენებელია 69 %-ს შეადგენს

წყარო: IRI.