ინტერნეტის ცენზურა – რუსი მაღალჩინოსნის ახალი ინიციატივა {VIDEO}

2016 წლის 20 აპრილი | 12:12

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მეთაური ალექსანდრე ბასტრიკინი გამომცემლობა “Коммерсантъ ВЛАСТЬ”-ში პროგრამული სტატიით გამოვიდა. ასეთი სახის პუბლიკაცია გავლენიანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელისაგან რუსეთის პოლიტიკის ახალ მიმართულებაზე დაფიქრებას იწვევს. ბასტრიკინი რუსეთში ექსტრემიზმის ზრდით არის შეწუხებული და აი რას გვთავაზობს.

“რუსეთში გლობალურ ინტერნეტ ქსელში განისაზღვროს ცენზურის დაწესების ზღვარი. ჩინურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აიკრძალოს ელექტრონული მედიის მუშაობა, რომელიც უცხოელ რეზიდენტებს ეკუთვნის. ნაციონალური მედიის სერვერები განთავსდეს რუსეთის ტერიტორიასა და რედაქციის ხელმძღვანელობასთან არ დაიშვან უცხოელები. მეთვალყურე უწყების ნებართვის გარეშე მედიის თანამშრომლობა უცხოელ ჟურნალისტებთან აიკრძალოს. პრაქტიკაში შემოღებული იყოს სპეცსამსახურების მიერ სასამართლოს გარეშე, ნებისმიერი ინფორმაციის შეტანა ექსტრემისტულ მასალებში და დაიბლოკოს მათთან წვდომა.

შემოღებული იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც კომპიუტერში აღმოუჩნდათ ექსტრემისტული ინფორმაცია, მათ შორის სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე. აღიარებულ იქნას ექსტრემიზმად, თანამდევი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, პირები, რომლებიც არ ეთანხმებიან ყირიმის რეფერენდუმის და ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებას.”

პრაქტიკაში დაბრუნდეს ექსტრემიზმის მუხლით გასამართლებულების ქონების კონფისკაცია, სტატიის ლოგიკის მიხედვით კი დამნაშევადაა აღიარებული ისიც, ვინც მასალას ინტერნეტში გააზიარებს. ახალგაზრდები კი, რომლებიც სპეცსამსახურებში ეჭვს იწვევენ, ჩართონ ექსტრემიზმის წინააღმდეგობის პროგრამაში ინდივიდუალურად დამუშავებისათვის.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.