ილია ელოშვილი ხერთვისის მოსახლეობის პრეტენზიებს გამოეხმაურა [Video]

2017 წლის 19 ივნისი | 14:17

“წლების განმავლობაში, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” ნებართვის გარეშე დაეწყოს მუშაობა”, –  ილია ელოშვილი ხერთვისის მოსახლეობის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ადგილობრივების მტკიცებით, “სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებში უნებართვოდ შევიდა და მაღალი ძაბვის სადენები შეთანხმების გარეშე გაჰყავს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, თუკი მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიის ქმედებები უკანონოა, სჯობს საკითხი სასამართლოს საშუალებით გაირკვეს.

სინქრონი:

ილია ელოშვილი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.