ინტერაქტიული მეცნიერება ბავშვებისათვის – “ექსპერიმენტორიუმმა” პატარა დამთვალიერებლებს უმასპინძლა {VIDEO}

2016 წლის 21 ოქტომბერი | 18:33

მეცნიერებათა მუზეუმმა “ექსპერიმენტორიუმმა”  პატარა დამთვალიერებლებს უმასპინძლა. ბავშვები ადგილზე გაეცნენ ფიზიკის დაახლოებით 80-მდე ინტერაქტიულ  ექსპონატს. მათ საშუალება ჰქონდათ, თავად ჩაეტარებინათ ცდები.

ახალგაზრდებზე ზრუნვის სპეციალისტის თქმით, ექსპერიმენტორიუმში მისულ ბავშვებს მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ეცვლებათ წარმოდგენა. სივრცე დამთავლიერებელს საშუალებას აძლევს  გაზომოს ყვირილის ძალა, ხელით დაიჭიროს ელვა და ა.შ.

სინქრონები:

თათია  გაგუა – „ექსპერიმენტორიუმის“ პიარ-მენეჯერი;
ლიკა კოსტავა – ახალგაზრდებზე ზრუნვის სპეციალისტი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, რობერტ ჭურღულია.