იან კელი არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა ინციდენტებზე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს {VIDEO}

2016 წლის 11 ოქტომბერი | 13:06

“ჩვენ ვეთანხებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს – არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში”, – ასე უპასუხა იან კელიმ  “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ჟურნალისტის კითხვას თუ რამდენად  შეესაბამებოდა  დემოკრატიულ სტანდარტებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

აშშ-ს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ უბნების უმეტესობაზე მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირება შეეძლოთ, თუმცა იყო ხარვეზებიც. იგი  მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ხელისუფლებას ძალადობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ პროექტის “გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” შეფასებისას გააკეთა. პროექტს “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“  და საზოგადოებრივი მაუწყებელი აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს.

სინქრონი:

იან კელი – აშშ-ს ელჩი საქართველოში.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.