სოფელ ქსოვრისში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა [Video]

2017 წლის 15 ივნისი | 12:01

მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს „ქართული ხილის კომპანიამ“  ვაშლის ბაღი გააშენა. საწარმო პროგრამაში ,,დანერგე მომავალი“  2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

10 ჰექტარზე გაშენებული  ბაღი  დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემაც დაათვალიერა. მისივე ინფორმაციით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხეხილის ბაღები 55 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

ვიდეომასალას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სინქრონები:

  1. გიორგი ჯიბლაძე – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
  2. ოთარ პავლიაშვილი – ფერმერი.