გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება [Video]

2017 წლის 5 აპრილი | 20:16

ნატოს დღეების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, პროექტით გათვალისწინებული განაღმვითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. ტერიტორია 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს აქტიური დაბომბვის ობიექტი იყო, რამაც ეს ადგილი საკმაოდ დააბინძურა. ნატოს სპეციალური პროექტის ფარგლებში კი, 2014 წლიდან განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება მილიონ 150 ათასი ევროა.

სინქრონები:

  • თამარ გაჩეჩილაძე-სტუდენტი;
  • გვანცა კვინიკაძე-ნატოს სატრასტო ფონდის პროექტის მენეჯერი;
  • ოლეგ გოჩაშვილი-ჰუმანიტარული განაღმვის სამმართველოს უფროსი.

წყარო: დია.