გიორგი მარგველაშვილი – მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა {VIDEO}

2016 წლის 31 ოქტომბერი | 14:07

საქართველოს პრეზიდენტი 30 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა , თუმცა მიაჩნია რომ ეს გარკვეულწილად საზოგადოების დაკვეთა იყო.

მან საზოგადოებას კიდევერთხელ მოუწოდა , რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების კონტროლში და პოლიტიკურ დიალოგში.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების მეორე ტურის პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისა და მედიის როლზეც ისაუბრა.

სინქრონი:

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი.