გერმანული ენის სწავლება თეატრის პედაგოგიკაზე დაყრდნობით {VIDEO}

2016 წლის 11 ნოემბერი | 14:59

4 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ბერლინის, კიოლნის, ჰამბურგის და მიუნჰენის უნივერიტეტებიდან ჩამოსულ მაგისტრანტებს მასპინძლობს.

10 დღის განმავლობაში გერმანელი და ქართველი ახალგაზრდები თბილისის გარდა, ქუთაისის, რუსთავის, ვანის, ზუგდიდის, ანანურის, ახალციხის, ბაღდათის და კახათის გერმანულენოვან საჯარო სკოლებში მოკლევადიანი პრაქტიკისათვის გადანაწილდებიან და გაკვეთილებს ახალი მეთოდით გაუძღვებიან, რომელიც საჯარო სკოლებში სწავლებისას თეატრის პედაგოგიკის დანერგვას გულისხმობს. ორგანიზატორების თქმით, სწავლების ეს ინოვაციური მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას და ენის შესწავლას თეატრის პედაგოგიკაზე დაყრდნობით ითვალისწინებს.

წყარო: “რიონი”.