გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები ქვემო ქართლში {VIDEO}

2017 წლის 24 მარტი | 14:59

ქვემო ქართლის რეგიონში 2016 წლის მანძილზე სასამართლომ ოჯახში ძალადობის 25 საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა-მონაცემებს-არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ავრცელებს. აქვე აცხადებენ, რომ რეგიონში მაცხოვრებლების უმრავლესობას, ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„სიდას“ ინფორმაციით, გენდერული ნიშნით ჩადენილი 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან, საპატიმრო სასჯელი მხოლოდ 2 საქმეზე დადგა.

მონაცემების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი და პრემიერის თანაშემწე, ადამიანის უფლებების საკითხებში. სოფო ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო აღიარებეს მთელ რიგ პრობლემებს და გენდერული  დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სინქრონები:

  • ზვიად დევდარიანი – “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი;
  • პაატა ხიზანაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი;
  • სოფო ჯაფარიძე – პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში.

 

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.