“გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ გაზზე – კალაძე [Video]

2017 წლის 12 აპრილი | 15:45

“გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რუსულ გაზზე არ ვიყოთ დამოკიდებულები, – ამის შესახებ  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი აირის წლიური საპროგნოზო ბალანსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის სრულად აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას აპრილიდან გეგმავს და “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება.

მისი განმარტებით, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი გაზის მილსადენით მიღებული  თანხა იძლევა იმის საშუელაბს რომ ქვეყანამ  ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან და ირანიდან იყიდოს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო სრულად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგდება.

ვიცე-პრემირის თქმით, “გაზპრომთან” ორწლიანი ხელშეკრულების დასრულების დროისთვის საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები, ვინაიდან დასრულებული იქნება გაზსაცავის მშენებლობა.

სინქრონი:

კახი კალაძე – ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, დავით ჯიბუტი.