გაზაფხულიდან ფიზკულტურის მასწავლებლები გადამზადდებიან {VIDEO}

2017 წლის 8 თებერვალი | 14:30

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მუშაობა გრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აქტივობები მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს. ამ მონაცემების  გასაზრდელად, ალესანდრე ჯეჯელავას თქმით, 2017 წლის გაზაფხულიდან ფიზკულტურის ყველა მასწავლებელის გადამზადება დაიწყება.

მისი განმარტებით, ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაში სამინისტროს სპორტული ფედერაციები დაეხმარებიან. ამ ეტაპზე უწყება ოთხ ფედერაციასთან თანამშრომლობს, – ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და რაგბის. სკოლები თავადვე გადაწყვეტენ რომელ ფედერაციასთან სურთ თანამშრომლობა.

მინისტრის თქმით, სკოლებში სპორტული აქტივობების კოორდინატორი მანდატურის სამსახური იქნება.

ჯეჯელავას განმრტებით, სკოლებში დაბალი სპორტული აქტივობის მიზეზი ხშირად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია-აშენება 890 მლნ. ლარი ჯდება. ფედერაციებთან თანამშრომლობის ფარგელბში კი, ტრენინგებთან ერთად სამინისტროს თანადაფინანსებით ფედერაციები სკოლების მინიმალური სპორტული ინვენტარით აღჭურვასაც უზრუნველყოფენ.

სინქრონი:

ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების მინისტრი.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.