გაუქმდება თუ არა ახალციხეში მერია? {VIDEO}

2017 წლის 9 მარტი | 14:42

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხის მოსახლეობამ, შესაძლოა მერის ნაცვლად, ისევ გამგებელი აირჩიოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, მმართველმა პარტიამ დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ მუნიციპალიტეტს გაუუქმდება. მათ შორის ქალაქ ახალციხესაც. აღნიშნული საკითხი  პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა, “კურიერთან” დაადასტურა.

სინქრონები:

გია ჟორჟოლიანი – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება” – “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე;
ზურაბ სადათიერაშვილი – ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრი;
შალვა გოგოლაძე – ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრი;
გელა დემეტრაძე – “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ახალციხეში;
გია ანდღულაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” ხელმძღვანელი;
კახა კუჭავა – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

წყარო: TV9.