გათავისუფლებული მსახიობები კულტურის სამინისტროში

2012 წლის 29 მარტი | 18:25

სამინისტროში, მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი თანამშრომლების შეხვედრა,  2 საათს გაგრძელდა. მაკო ჭოღოშვილი მსახიობებს  პრობლემის შესწავლას დაპირდა.

როგორც მსახიობებს მინისტრის მოადგილემ განუმარტა, კულტურის სამინისტროს  საკადრო ცვლილებებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თეატრის მმართველობას იურიდიული დარღვევა აღმოაჩნდა, უწყება რეაგირებას მოახდენს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლი რეორგანიზაციის მიზეზით დაითხოვეს, თუმცა მსახიობები ირწმუნებიან რომ თეატრიდან მათი გაშვების  მოტივი საქველმოქმედო ფონდ “ქართუსთან” ურთიერთობის გაგრძელება გახდა.

 

სინქრონები:

კახა გაბელაია-მსახიობი;
პალიკო ნოზაძე-საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, გივი კაშია.