გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას მასშტაბური დასუფთავების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს [Video]

2017 წლის 20 აპრილი | 20:24

“სუფთად ევროპისკენ” – კამპანიასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით  დასუფთავების აქცია  იწყება.

აქციაში ჩართული  22 000 ადამიანი საქართველოს მასშტაბით 500-მდე ლოკაციას დაასუფთავებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის განცხადებით, კამპანიას  პერმანენტული ხასიათი ექნება, ხოლო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში  გამოვლინდება გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში, კერძოდ:  სუფთა რეგიონი, სუფთა ქალაქი, სუფთა ეზო და სხვა.

კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

სინქრონები

გიგლა აგულაშვილი- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

ავტორები:

ნინო ხაბაძე, ბობ ჭურღულია.