გარემოს დაბინძურებისთვის თბილისში დაჯარიმება დაიწყო [Video]

2017 წლის 20 აპრილი | 12:57

დღეიდან, დედაქალაქში გარემოს დაბინძურებისთვის, მოქალაქეებს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დააჯარიმებენ. ისინი თბილისის ქუჩებში  3 აპრილიდან გამოჩნდნენ, თუმცა მათ საქმიანობას, ამ დრომდე, გამაფრთხილებელი სახე ჰქონდა.

ინსპექტორები ჯარიმის გამოწერისას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ იხელმძღვანელებენ. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად,  2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის მოქალაქე 80 ლარით დაჯარიმდება, იგივე ქმედების შენობა-ნაგებობიდან ჩადენის შემთხვევაში 100 ლარით, ხოლო 2 კილოგრამის ზემოთ   ჯარიმის ოდენობა 150 ლარს შეადგენს.

სინქრონი:

ლევან გოგოძე – “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილე.