გარბმობილი – სოფელი თელეთი {video}

2015 წლის 5 მაისი | 16:09

რა დააშავა კვერცხმა და ქათამმა? – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გარბმობილის გადამღებ ჯგუფსა და სოფლის მეურნეობის ექსპერტს, მეფრინველეებმა დაუსვეს. საქმე ჯერ კიდევ 2012 წლის პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხება, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, პროდუქცია, გარდა ქათმისა და კვერცხისა, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან კი ქათმის დაკვლასა და მეფრინველეობის სხვა პროდუქტების რეალიზებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ჩვენი აქტიური მაყურებელი შეამჩნევდა, რომ სოფელში მცხოვრებ, მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტის დეფიციტი აქვს. გარბმობილი ფერმერებთანაც ანალოგიურ პრობლემას წააწყდა. “მრავალკუთხედის” ჯგუფი შეეცდება, თავი მოუყაროს გარბმობილში წამოჭრილ საკითხებს და თემაზე უშუალოდ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან ერთად, ახლო მომავალში იმსჯელოს.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 252.