აფხაზური ენის დღეს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრი და ომბუდსმენი ულოცავენ {VIDEO}

2016 წლის 27 ოქტომბერი | 12:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 27 ოქტომბრის  მთავრობის სხდომა მილოცვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

“ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში,“ – განაცხადა პრემიერმა.

აფხაზური ენის დღე მოქალაქეებს სახალხო დამცველმაც მიულოცა.

„აფხაზური ენა მეორე სახელმწიფო ენაა. მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება, მათ შორის 2011 წლიდან სამწუხაროდ აფხაზური ენაც აღმოჩნდა.“- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდს სამუშაო ენებს აფხაზური ენაც დაემატა და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა რეგულარულად უკვე აფხაზურ ენაზეც გაშუქდება.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი.