გამოკითხვა კახეთში – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? {VIDEO}

2016 წლის 22 აპრილი | 12:33

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს ტელეკომპანია „თანამგზავრის“ გადამღებმა ჯგუფმა თელავში მინი-გამოკითხვა ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული მოქალაქეების უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ნაწილი კი ნაციონალური მოძრაობის მომხრეა. გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებს.

წყარო: “თანამგზავრი”.