GAA-სა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

2017 წლის 15 მაისი | 14:07

GAA-სა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა. ამასთან, კომპანიის მფლობელები განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის მისწრაფება შერყეულია.

„ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. ჯორჯიან მანგანეზმა მისი დაფუძნებიდან, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით  სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის.

სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა,რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილისაქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნულიუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა“ჯორჯიან მანგანეზმა” შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ” (“GAA”) – ამერიკული კომპანიაა, რომელიც  100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”).  საწარმოში დასაქმებულია 5,500 თანამშროემლი.

 

რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზში“ მენეჯმენტი იძულებით შეცვალეს. “ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი გარემოს დაცვის სამინისტრომ 11 მაისს დანიშნა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ კომპანია კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც ზესტაფონსა და ჭიათურაში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მიზეზი გახდა.  კომპანიას 160 მილიონი დოლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, რომელიც სასამართლოშია გასაჩივრებული.