გამარტივებული შესყიდვის გზით გადახდილი 105 500 ლარი და აჭარის განათლების სამინისტროს განმარტებები [Video]

2017 წლის 22 ივნისი | 15:43

ელექტრონული ტენდერის გარეშე შეძენილი ღონისძიების ორგანიზება და „საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაცია საჯარო უწყებას. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოს, გამარტივებული შესყიდვები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს. „ზაფხული იწყება აქ“ ტურსტული სეზონის გახსნისთვის 9 ივნისის ღონისძიება “ინვენტ პროდაქშენს” სამინისტრომ გამარტივებულიუ შესყიდვის გზით დაუკვეთა, ხოლო მომსახურებისთვის 105 500 ლარი გადაუხადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკურორტო სეზონის გახსნა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლისთვისაც გამარტივებული შესყიდვა მიზანშეწონილი არ იყო, მით უფრო ისეთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ხელმძღვანელიც ბათუმის მერიას დაქვემდებარებული აიპი-ს სამხატვრო ხელმძღავნელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ უპასუხა. მირიან ქათამაძე აღნიშნავს, რომ, გამარტივებული შესყიდვა კანონის დაცვით  განხორციელდა და ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, რადგან ასეთ შემთხვევებს კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გამარტივებული შესყიდვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაირკვა, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში წელს ღონისძიებები „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, ხოლო სამინისტროს არ სურდა ბათუმის ტურისტული სეზონის გახსნა მეორე ხარისხოვანი ყოფილიყო.

ამავე თემაზე:

გამარტივებული შესყიდვის გზით გადახდილი 105 500 ლარი.

სინქრონები:

  1. მალხაზ ჭკადუა – ა/ო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისების კოორდინატორი;
  2. მირიან ქათამაძე – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე.

ავტორები:

თამარ კიკნაძე, რუსლან დავითაძე, გიორგი გამრეკელი.

წყარო: TV25.