გადაცემა “თემა” – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა [Video]

2017 წლის 22 მაისი | 12:45

საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე .რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება ,როგორ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე,რა რეგულაციები არსებობს ,არის თუ არა შესაძლებელი ქართულმა წარმოებამ კონკურენცია გაუწიოს უცხოურს და როგორ ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობა მცირე ბიზნესის ხელშეწყობას .ამ საკითხებზე 16 მაისს დისკუსია გაიმართა საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ- შოუში ,, თემა’’.გადაცემაში მოწვეულები იყვნენ; არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში’’თ ავმჯდომარე დავით ჭელიშვილი,კომპანიის ,,მადერა ჯორჯია’’ხელმძღვანელი ბესიკ მატკავა ,ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.გადაცემა ინტერაქტიული იყო ,მაყურებლები ტელერადიოკომპანია ,,რიონის’’ პირდაპირ ეთერში სვამდნენ შეკითხვებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.საკითხთან დაკავშირებით სტუმრებმა ამომწურავად ისაუბრეს.

დისკუსია ხორციელდება  ტელეკომპანია “რიონი” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

სატელევიზიო პროგრამის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სატელევიზიო პროგრამის შინაარსზე პასუხისმგებელია ტელეკომპანია “რიონი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს. 

წყარო: “რიონი”.