ევროპაში უვიზოდ – განსხვავებული აზრი

2017 წლის 7 თებერვალი | 17:01

ევროპარლამენტმა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. დეპუტატთა შორის კენჭისყრაში დადებითი პოზიცია 553-მა დააფიქსირა, 66 საკითხის წინააღმდეგ წავიდა, 28-მ კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სავიზო ლიბერალიზაციით სარგებლობის შესაძლებლობა ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებსაც შეეძლებათ. როგორ აპირებს მთავრობა პროცესისათვის ხელის შეწყობას და რა არის მომდევნო ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების მიზნით – “განსხვავებული აზრის” კითხვებს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უპასუხა. გადაცემაში ჩვენ ასევე გთავაზობთ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის ირაკლი ქავთარაძის შეფასებას.

სამოცდამეორე გადაცემა.