ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა 2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გამოავლინა {video}

2015 წლის 5 მაისი | 14:05

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ რესტორანი 2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ დასახელდა. მან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კონკურსში მოიპოვა გამარჯვება.

კონკურსში მონაწილე ობიექტები  სურსათის უვნებლობის სპეციალისტებმა, წლის განმავლობაში, სამჯერ, გაუფრთხილებლად შეამოწმეს. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევებიც.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, მათი მიზანი იმ ბიზნესოპერატორების წახალისებაა, რომლებიც სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს იცავენ. 2014 წელს, „რედისონის“ გარდა, კონკურსში მონაწილეობა რესტორანმა “ბარაკონმა“ და წალენჯიხაში მდებარე ფერმამ მიიღო.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა 2015 წლის საუკეთესო საწარმოს გამოსავლენად კონკურსის ახალი ეტაპი უკე გამოაცხადა. ორგანიზაცია განაცხადებს 25 მაისამდე მიიღებს.

                 

სინქრონები:

ვახტანგ კობალაძე – “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის უფროსი მენეჯერი;
რუსუდან გიგაშვილი – “მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე.

 

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.