ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი – სურსათის უვნებლობის სფეროში პრობლემები კვლავ რჩება {video}

2015 წლის 1 მაისი | 14:35

– 2014 წელს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ცვლილებები შეეხო, როგორც საკანონმდებლო ბაზას, ასევე, მისი აღსრულების საკითხებს, – ევრაზიის თანამშრომლობის ფონმა 2014 წელს ხელისუფლების მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში გაწეული საქმიანობა შეაფასა.

პროგრესის მიუხედავად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემები კვლავ რჩება და განმარტავენ, რომ   სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების ეფექტური მექანიზმის არ არსებობს.

ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერიც დაესწრო. ალვარო ორტეგა აპარიციოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს სურსათის უვნებლობის შესაბამისი სახელმწიფო რეგულირების ჩამოყალიბებაში  მხარს უჭერს.

კვლევა პროექტის “ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ ჩატარდა.

სინქრონები:

ვახტანგ კობალაძე – “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის უფროსი მენეჯერი;
კახა სოხაძე – “სურსათის ეროვნული სააგენტოს“  სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი;
ალვარო ორტეგა აპარიციო – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.